ტყავი აქტუალურობას წლებია არ კარგავს, ხოლო ადგილი, სადაც ამ მასალისგან დამზადებული აქსესუარების თანამედროვე დიზაინი და უმაღლესი ხარისხი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის უპირობოდ ნიკოლოა.
თუ ხელნაკეთი ტყავის ნივთების ფართო არჩევანს ეძებთ, ნამდვილად სწორ ადგილას ხართ, რადგან სწორედ აქ იპოვით თქვენთვის სასურველ აქსესუარებს, რომლებსაც მისთვის დამახასიათებელი უნიკალურობა და მიმზიდველობა წლების განმავლობაში გაჰყვება.
რატომ უნდა აირჩიოთ ტყავის ხელნაკეთი აქსესუარები?
ამ კითხვას ერთი მარტივი პასუხი აქვს - ტყავი არის მასალა, რომელიც სწორად დამუშავების შემთხვევაში მუდამ შეინარჩუნებს პირვანდელ ხარისხს - არ დაკარგავს ელასტიკურობას, არ გაცვდება და არ გახუნდება. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მომხმარებლები არჩევანს ტყავის მასალაზე აკეთებენ, მისი მოვლის მინიმალური პირობებია - რბილი ქსოვილით პერიოდული წმენდა, ნივთს ზედაპირულ ჭუჭყსა და მტვერს მარტივად აშორებს.
ნიკოლოს კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული ჩანთა, ქამარი, საფულე და ყოველდღიურობის დასამშნევენებელი სხვა აქსესუარები პრემიუმ ხარისხის ტყავისგან მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხელნაკეთი ტყავის ნივთები თქვენს გარდერობში მუდამ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.
ის, რაც ნიკოლოს სხვებისგან გამოარჩევს
დახვეწილი ფორმები, მარტივი გადაწყვეტები, ნაფიქრი დეტალები - ნიკოლოს მთავარი დამახასიათებელი ნიშაა, რის გამოც ჩვენს მომხმარებლებს არასდროს უწევთ არჩევანის გაკეთება პრაქტიკულობასა და სილამაზეს შორის - თითოეული ნივთი ამ ორივე მახასიათებელს საკუთარ თავში ისედაც მოიაზრებს.
რაც შეეხება ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების შექმნას, ნიკოლოში ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს - მაღალი ხარისხის ტყავის შერჩევითა და დამუშავებით დაწყებული, ფორმირების საბოლოო პროცესით დამთავრებული. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი თითოეულ აქსესუარზე ინდივიდიალური მიდგომით მუშაობს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი საბოლოო ჯამში იქმნება უნიკალური პროდუქტი, რომლის ანალოგიც როგორც სტილისტური, ასევე ფუნქციური თვალსაზრისით, ბაზარზე ნაკლებად მოიძებნება.
დაუმშვენე დღე სხვას ნიკოლოს აქსესუარით
თუ საჩუქრად ეძებთ ტყავის ნაკეთობას, რომელსაც თან საკუთარი ხასიათიც დაჰყვება, ნიკოლო იდეალური ვარიანტია. ჩვენი ჩანთები, ქამრები, საფულეები თუ სხვა აქსესუარები იქმნება ისე, როგორც შენდება ურთიერთობები - ზრუნვით, სიყვარულითა და დეტალებზე ფოკუსირებით. სწორედ ამიტომ ნიკოლოში შერჩეული საჩუქარი ყოველთვის გამორჩეულია.
ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხი მხოლოდ გარეგნული სილამაზით არ გამოიხატება და რომ ის ფორმის, ფუნქციურობისა და დახვეწილობის ერთიანობა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ალბათ გასაკვირიც არ არის, რომ ნიკოლოს ხშირად სწორედ ის ადამიანები ირჩევენ, რომელთათვისაც უნიკალურობა - მარტივ, პრაქტიკულ და ნაფიქრ გადაწყვეტებში იმალება.